რეზონანსი
11.10.2022

სამხედრო ექსპერტმა და ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ კიდევ შესაფასებელია ის ზარალი, რაც უკრაინას ამ ორი დღის განმავლობაში დაადგა.

„ურტყამენ არა მხოლოდ ენერგოობიექტებს, არამედ რკინიგზის კვანძებს. შესაბამისად, ამ სარაკეტო იერიშების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკაში პრობლემების შექმნაა. ძირითადად რკინიგზით ხდება შეიარაღებით, საბრძოლო მასალებით, საკვებით უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ტერიტორია არის ძალიან დიდი და ელექტროენერგიის პრობლემები ავტომატურად გამოიწევს პრობლემებს რკინიგზის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მხრივ. თუ ამას დაემატება მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძების მწყობრიდან გამოყვანა, ეს გამოიწვევს პრობლემებს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტზე უკრაინის ჯარების უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, თუ მსგავსი შეტევები გაგრძელდა, ამან შესაძლოა არსებულზე მეტი პრობლემა შეუქმნას უკრაინულ მრეწველობას, რომელიც ომის გამო უკვე დაზარალდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×