რეზონანსი
11.10.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინას საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ. ამის შესახებ მან “დიდი შვიდეულის” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საჰაერო ფარი უკრაინისთვის. ეს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, რომელიც ჩვენი მშვიდობის ფორმულის ელემენტია. როდესაც უკრაინა თანამედროვე და ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საკმარის რაოდენობას მიიღებს, რუსეთის ტერორის საკვანძო ელემენტი - სარაკეტო დარტყმები - აღარ იმუშავებს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკვე დაეხმარა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაში, რაც საშუალებას აძლევს კიევს რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი გაანადგუროს.

“მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ შოლცს IRIS-ის მიწოდების დაჩქარებისთვის. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს თანამედროვე ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ გვჯერა, ბატონო პრეზიდენტო, რომ ეს ასევე იქნება მოქმედების საშუალო და შორი რადიუსის სისტემები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ეშელონირებული თავდაცვის სისტემის შექმნას”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე თხოვნით მიმართა “დიდი შვიდეულის” ლიდერებს, რომ ამის განხილვა ხვალ “რამშტაინის” ფორმატში თავდაცვის მინისტრთა დონეზე მოხდეს.

“ბატონო საფრანგეთის პრეზიდენტო! ბატონო იტალიის პრემიერ-მინისტრო! ჩვენ ძალიან ველით SAMP-T სისტემების მოწოდებას. და თუ შესაძლებელია, ისინი უკვე უახლოეს თვეებში გვჭირდება”, - თქვა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×