რეზონანსი
11.10.2022

რუსეთს სურს უკრაინასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროში ქაოსი გამოიწვიოს და ამიტომ ყველა საშუალებას იყენებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის" (G7) შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ეს საფრთხე. ჩვენ გვაქვს მშვიდობის ფორმულა. ახლა კი, რუსეთის ტერორზე, ფიქტიურ რეფერენდუმზე და ჩვენი ტერიტორიის ანექსიის მცდელობაზე რეაგირებით, შეგვიძლია გამოვიყენოთ მშვიდობის ფორმულა ისე, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს შანსი არ ჰქონდეს", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

„პირველი პუნქტი თავდაცვითი მხარდაჭერაა. საჰაერო ფარი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, რომელიც ჩვენი მშვიდობის ფორმულის ელემენტია. როდესაც უკრაინა მიიღებს საკმარისი რაოდენობის თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რუსული ტერორის ძირითადი ელემენტი - სარაკეტო დარტყმები - შეწყვეტს მუშაობას. მეორე პუნქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა. ის ლოგიკურად შერწყმულია მესამე პუნქტთან - [რუსეთის] დასჯასთან, რომელიც ნებისმიერი მშვიდობის ფორმულის განუყოფელი ელემენტია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს.

„ტერორისტმა უნდა წააგოს. ის მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ ტერორზე პასუხისმგებლობა დაეკისრება", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×