რეზონანსი
11.10.2022

უკრაინას სჭირდება ლეტალური და არალეტალური იარაღი. უკრაინას სჭირდება საწვავი, ზამთრის ეკიპირება, საკომუნიკაციო საშუალებები. უკრაინას სჭირდება დახმარება მრავალი მიმართულებით. ნატოს შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან გვაძლევს საუკეთესო შესაძლებლობას განვსაზღვროთ საჭიროებები და დავგეგმოთ წევრ ქვეყნებს რისი მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ახლა გადაუდებელი საჭიროებაა საჰაერო თავდაცვის, მაგრამ სხვა საშუალებებისაც, რაც მოდერნიზებულ და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებულ აღჭურვილობას გულისხმობს. უკრაინელი სამხედროები ჩვენ მიერ მიწოდებულ იარაღს ეფექტიანად იყენებენ და ამას ყველა ვხედავთ. ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მიაწოდეს იარაღი და ამით შეამცირეს საკუთარი მარაგები. ეს გააკეთეს, რადგან უკრაინის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.

თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს არამხოლოდ უკრაინის დიდი მარცხი, არამედ სახიფათო იქნება ყველასთვის. მსოფლიო უფრო საშიში გახდება და უფრო მოწყვლადი გავხდებით რუსეთის ყველა შემდგომი აგრესიის შემთხვევაში. ამიტომ ვიყენებთ ნატოს მარაგებს უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტი საჭიროება იქმნება, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა შეძლონ მარაგების შევსება. ახლა ვმუშაობთ წარმოების გაზრდის შესაძლებლობებზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×