რეზონანსი
11.10.2022

ეს ადამიანები პირდაპირ არიან მოწადინებულები, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, - განაცხადა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მისამართით.

„საბოტაჟს ახორციელებენ ისინი იმ პროცესის, რა პროცესის წარმართვაც ევროკავშირმა დაგვავალა. იმის მოლოდინით, რომ შემდგომ ევროკავშირი ჩვენ გვისაყვედურებს, რომ ოპოზიცია არ იყო ჩართული და ამის გამო შეიძლება ქვეყანას პრობლემა გაუჩნდეს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით", - თქვა ოხანაშვილმა.

მეუფე იაკობი ოპოზიციის ნაწილს მწვავედ აკრიტიკებს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. სასულიერო პირი ამბობს, რომ მათი ნაწილი ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდეს. თემას პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ბრალდების ადრესატები ბრალდებებს უარყოფენ, მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის ქმედებები, ქვეყნის შიგნითაც ნათლად აჩვენებს მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×