რეზონანსი
11.10.2022

ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას", არამედ საქართველოს და ჩვენს მოქალაქეებს, რაც ჩანს ყოველ ნაბიჯზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე საუბრისას.

„თუნდაც ბოლოს, გვახსოვს, როცა პერსპექტივის სტატუსი მივიღეთ, მათ როგორი ანტაგონისტური კამპანია ჰქონდათ ამაზე, მაშინ როდესაც ევროპელი ლიდერების მხრიდან დადებითად იყო ეს შეფასებული", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

მეუფე იაკობი ოპოზიციის ნაწილს მწვავედ აკრიტიკებს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. სასულიერო პირი ამბობს, რომ მათი ნაწილი ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდეს. თემას პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ბრალდების ადრესატები ბრალდებებს უარყოფენ, მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის ქმედებები, ქვეყნის შიგნითაც ნათლად აჩვენებს მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×