რეზონანსი
11.10.2022

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია.

ვიქტორ ორბანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან შორს წავიდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ის ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

„ეს ძალიან გაართულებს ბაიდენისთვის მშვიდობის მიღწევას. ეს სასტიკად ჟღერს, თუმცა მშვიდობის იმედი დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანმა ასევე განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციებმა ნავთობისა და გაზის ფასები და შესაბამისად, კრემლის შემოსავალი გაზარდა.

ორბანმა უარყო ვარაუდები, რომ ომში უფრო რუსეთის მხარეზეა, ვიდრე უკრაინის მხარეზე და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა იყო აგრესიის აქტი და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×