რეზონანსი
11.10.2022

ბულგარეთის მთავრობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო სატვირთო მანქანასთან, რომლითაც, რუსეთის მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდის აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალება „BGNES" იუწყება.

„რა თქმა უნდა, დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებული იყო მისი მარშრუტის საწყის პუნქტად", - აცხადებენ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში.

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს აფეთქებული სატვირთო მანქანით ხდებოდა პოლიეთილენის ფირფიტების გადატანა და მისი მარშრუტი თითქოსდა, ბულგარეთიდან იწყებოდა. ამასთან დაკავშირებით ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

„ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი რამენაირად დაუკავშირდეს ტერორისტულ აქტივობებში რაიმე სახის მონაწილეობას", - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს დილით, აფეთქების შედეგად, დაზიანდა ხიდი ქერჩის სრუტეზე, რომელიც აკავშირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის კრასნოდარის ტერიტორიას. ხიდის ოთხი სავალი ნაწილიდან ორი ჩამოინგრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×