რეზონანსი
12.10.2022

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის დაუნდობელი დაბომბვა დაგმო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ამ დღეებში ჩემი გული უკრაინელი ხალხისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით იმ ადგილების მაცხოვრებლებისკენ, სადაც დაუნდობელი დაბომბვები იყო", - აღნიშნა რომის პაპმა.

„მათ ტკივილს ჩემში ვატარებ. დაე, ძალადობის ქარიშხალი შეწყდეს და მშვიდობა აღდგეს", - განაცხადა მან.

რომის პაპმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა სამშაბათს სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×