რეზონანსი
12.10.2022

როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა, ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები .

კელი დეგნანმა ისაუბრა საქართველოს მიმართ აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე და განაცხადა, რომ „ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ" საუბრობენ აღნიშნულზე.

"ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.

საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, ასი წლის წინ, სანამ რუსეთი მას დაიპყრობდა. საქართველო იყო ძალიან პროგრესული, თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და დღეს ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ამ ინსტიტუტების მშენებლობაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, გაწევრიანდეს ნატოში და ეს მისწრაფებებიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი.

ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რადგან მიიღწეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ კუთხით. მას აქვს ასოცირების ხელშეკრულება, აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა ესეც, რაც არის ახალი მიზანი, ეს არის სრულიად მიღწევადი თუ საქართველოს ლიდერების ყურადღების 100 პროცენტი მიმართული იქნება აქეთკენ. სწორედ ამაში ეხმარება აშშ საქართველოს, რომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რაც გახლავთ მთლიანად ქართველი მოსახლეობის სურვილი", - თქვა აშშ-ის ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×