რეზონანსი
12.10.2022

რუსული ბირთვული დარტყმა კონფლიქტის კურსს შეცვლის და თითქმის ეჭვგარეშეა, რომ გამოიწვევს უკრაინის მოკავშირეებისა და შესაძლოა, ნატოს „ფიზიკურ პასუხსაც". ამის შესახებ Reuters -ს ნატოს მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

ალიანსის მაღალჩინოსნის თქმით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას რუსეთისთვის „უპრეცედენტო შედეგები" მოჰყვება.

მისი თქმით, ეს „თითქმის უეჭველად გამოიწვევს ფიზიკურ პასუხს მრავალი მოკავშირისა და შესაძლოა, თავად ნატოს მხრიდანაც".

ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ მოსკოვი იყენებს თავის ბირთვულ საფრთხეებს, რათა შეაკავოს ნატო და სხვა ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალო ჩართვისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×