რეზონანსი
12.10.2022

ჩეხეთის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით" , - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ და დასძინა: „ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ჩეხეთის ტერიტორიაზე შენგენის გარე საზღვრებით - კერძოდ კი, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტით - ტურიზმის, სპორტის ან კულტურის მიზნით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ" , - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ძალაში 25 ოქტომბერს შევა და გავრცელდება რუს მოგზაურებზე, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი შენგენის ვიზა.

ამრიგად, ჩეხეთი შეუერთდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს და ფინეთს, რომლებმაც წინა კვირებში რუსი ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×