რეზონანსი
13.10.2022

ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.

„არ ვიცი, პოდოლიაკი რამდენად ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებში, მგონი, ამ სფეროში საერთოდ ვერ ერკვევა, მაგრამ მოვუწოდებდი, რომ ჩაიხედოს იმ რეზოლუციებში, რომელიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი უკრაინის მიმართ და შემდგომში, თუ გაერკვევა და წაიკითხავს ამ რეზოლუციებს, ალბათ, ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად. თუ მას ჰგონია, რომ ამ განცხადებებით მხოლოდ ხელისუფლებას აზიანებს და რაღაც პარტიულ ინტერეს ატარებს, ძალიან ცდება, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული და ის ამას პირველად არ აკეთებს. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას შეგნებულად აკეთებს და ეს არის პირდაპირ საქართველოს მტრობა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი კვლავ საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას უწუნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×