რეზონანსი
13.10.2022

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გარკვეულ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ვისი გამოკითხვა მიმდინარეობს მოცემული მომენტისთვის, თუმცა ადასტურებენ, რომ აღნიშნული პროცესი დაწყებულია.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდი კი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კრიტიკული მედიცინის ცენტრში რჩება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×