რეზონანსი
13.10.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„წარმოუდგენელი უბედურება, ტრაგედია მოხდა. მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ამ გოგონას ოჯახის, მისი მეგობრების, საზოგადოების მიმართ. ვლოცულობთ, რომ ორი მოზარდის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქროს. ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება დაჩქარებული ტემპით წარიმართოს. ცხადია, უნდა გამოიკვეთოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ამ უბედურების თავიდან აცილება ვერ შეძლო და შესაბამისად აგოს პასუხის კანონის წინაშე. ჩვენ ბაღებს, სკვერებს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ჩვენმა შვილებმა და მოქალაქეებმა დაისვენონ, გაერთონ და არა იმისთვის, რომ ერთმანეთს ასეთი უბედური შემთხვევები გავუზიაროთ. დავკარგეთ მოზარდი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობდა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის - მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×