რეზონანსი
13.10.2022

ვაკის პარკის შადრევანზე სამუშაოებს "გრინსერვის პლუსი" ასრულებდა. "კურიერმა" ექსკლუზიურად ჩაწერა კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი.

ის ამბობს, რომ ელოდებიან გამოძიების შედეგებს. ვინ არის პასუხისმგებელი, დეტალებზე "გრინსერვისში" არ საუბრობენ. ადგილზე ცოტახნის წინ მივიდნენ სამართალდამცველები.

"გრინსერვისის" მეწილის, ტარიელ კიკნაძის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ მომხდარში კომპანიის ბრალეულობა იყოს.

"კომპანია "გრინსერვისში" ეს საკითხი დგას უმაღლეს დონეზე და მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ აქ ჩვენი ბრალეულობა იყოს. გამოძიება როგორც ვიცი დაწყებულია და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება. ქვეკონტრაქტორები გვყავს, მაგრამ ამ კონკრეტულ სამუშაოზე იყვნენ თუ არა ამაზე ინფორმაცია არ მომენტში არ მაქვს," - აცხადებს კომპანიის მეწილე.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×