რეზონანსი
13.10.2022

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე დაკავებულია „გრინსერვისის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

სწორედ მისმა კომპანიამ ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკში. 

"მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი" - მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა ფურცხვანიძემ პოლიციაში შესვლამდე.

გამოკითხვაზე იმყოფება მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსიც. სწორედ მისი უწყება ზედამხედველობდა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ ობიექტი შემოწმებული იყო არანაირი პრობლემა არ გამოკვეთილა.

ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

გამოკითხვაზე იმყოფება ასევე „გრინსერვისის"თანადამფუძნებელი კობა ხარშილაძე.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×