რეზონანსი
15.10.2022

ევროკომისია უკრაინის დაფინანსების კონკრეტულ გეგმას უახლოეს კვირებში წარადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი უკრაინის ფინანსთა მინისტრ სერგეი მარჩენკოსთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ვერნერ ჰოიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საფინანსო დაწესებულებებთან, რათა უკრაინამ პროგნოზირებადი დაფინანსება მიიღოს. დომბროვსკისმა ასევე აღნიშნა, რომ ომის ფასი რუსეთის მხრიდან აგრესიის ესკალაციასთან ერთად იზრდება.

"შესაბამისად, უკრაინის საფინანსო საჭიროებებიც იზრდება. ჩვენ დაფინანსების უფრო სტრატეგიული/შეღავათიანი გეგმა უნდა განვიხილოთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობა. G7-ის წევრები გვეხმარებიან უკრაინის მხარდაჭერაში, ახლა სხვებიც უნდა გააქტიურდნენ", - წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×