რეზონანსი
15.10.2022

არჩილ თალაკვაძემ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე გაკეთებულ განცხადებას ისტორიული გზავნილი უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება არა მხოლოდ საჭიროა, არამედ გარდაუვალია.

„შოლცის განცხადება არის ისტორიული გზავნილი, მან ისაუბრა ევროპის გაფართოებაზე.ევროკავშირის გაფართოება არა მხოლოდ საჭიროა, არამედ გარდაუვალია. სხვანაირად ევროპის უსაფრთხოება, ევროპის მშვიდობიანი მომავალი და კეთილდღეობა არის შეუძლებელი. ყველა მალე დარწმუნდება, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროცესი გააქტიურდება და საბოლოო ჯამში ევროკავშირის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს ლიდერი, გერმანიის კანცლერი აკეთებს ასეთ განცხადებას. ადამიანი, რომელიც იმ რამდენიმე პოლიტიკოს შორის არის, ვინც უნდა მიიღოს მთავარი გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოებაზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×