რეზონანსი
16.10.2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილში სროლის ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, დსთ-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ორმა მოქალაქემ საწვრთნელ მოედანზე ხანძარსაწინააღმდეგო სწავლების დროს "ტერორისტული თავდასხმა" ჩაიდინა რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ტერორისტებმა" ცეცხლი გაუხსნეს იმ პირებს, რომლებმაც "სპეცოპერაციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს". 

"სროლის შედეგად 11 ადამიანი სასიკვდილოდ დაშავდა. კიდევ 15 ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს", - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია საპასუხო სროლის შედეგად. შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცავი ორგანოები იმყოფებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×