რეზონანსი
16.10.2022

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა. ფურცხვანიძის გამოკითხვა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დღის პირველი საათიდან მიმდინარეობდა.

პოლიციის შენობის განყოფილების დატოვების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული იყო და საქმეში "ძალიან ბევრი დამთხვევა".

„ჩვენ ყველა სამუშაოები გვქონდა წესების დაცვით გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რაც მოთხოვნაა საქართველოს კანონმდებლობით და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა-მეთქი იმ დღესაც გითხარით, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს, არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ასევე შემოწმებული აქვთ უკვე ექსპერტებსაც. ამის შემდეგ ალბათ შეამოწმებს ექსპერტიზა, მოდით გამოძიებამ დაადგინოს“, - თქვა ფურცხვანიძემ.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×