რეზონანსი
16.10.2022

ფსიქოლოგების განცხადებით, ლაზარეს რეაბილიტაციას, რათა სრულად დაუბრუნდეს იმ ცხოვრებას, როგორიც მომხდარ შემთხვევამდე იყო, წინ არაფერი უდგას, - ამის შესახებ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის, ლაზარეს ახლობელმა, კოტე ზარნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კლინიკიდან გაწერეს და სახლში მიდის. ნორმალურად აზროვნებს. უკეთესად, ვიდრე გუშინ. გუშინ, როგორც გითხარით, მეხსიერებიდან ცოტა ამოვარდნები ჰქონდა. საჭმელი ჭამა. ფსიქოლოგებთან კონსულტაცია გაიარა და მათაც თქვეს, რომ ბავშვი არის სრულიად ჯანმრთელი. არანაირი პრობლემა არ აქვს და ასე ვთქვათ, მის რეაბილიტაციას, სრულად დაუბრუნდეს იმ ცხოვრებას, როგორიც მომხდარ შემთხვევამდე იყო, წინ არაფერი უდგას", - განაცხადა ზარნაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×