რეზონანსი
16.10.2022

დღეს დილით რუსეთის ოლქში, ბელგოროდში ისევ აფეთქებების ხმა ისმოდა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქება აეროპორტის ტერიტორიაზე მოდა.

ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. "რია ნოვოსტის" კორესპონდენტი იტყობინება, რომ 11:00 საათზე ქალაქში აფეთქების ხმა 16- ჯერ გაისმა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოებიც.

უკრაინული მედია UNIAN წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსული საჰაერო თავდაცვა მუშაობდა, რის შემდეგაც ქალაქის თავზე კვამლი შენიშნეს.

ცნობისთვის, ბელგოროდი მდებარეობს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ რეგიონიდან უშვებენ ოკუპანტები რაკეტებს უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×