რეზონანსი
16.10.2022

პუტინის მთავრობა კიდევ უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი - ამის შესახებ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

"ვფიქრობ, ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელიც რეალურად არის კიდევ უფრო ცენტრალიზებული, კიდევ უფრო იზოლირებული და დახურული. მე ვფიქრობ, რომ პუტინმა იმდენად გააძლიერა გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რამდენადაც ჩვენ არ გვინახავს საბჭოთა დროს" - ამბობს ობამა.

ობამას თქმით, ცივი ომის რამდენიმე დაძაბულ მომენტშიც კი არსებობდა განცდა, რომ ორივე მხარეს შეეძლო ტელეფონის აღება და დიპლომატიური არხებით მუშაობა.

გარდა ამისა ობამა აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კომუნიკაციის აღსადგენად გარკვეულ გზებს პოულობს, რადგან მისივე თქმით, კომუნიკაციის ხაზები მნიშვნელოვანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×