რეზონანსი
16.10.2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში 5 დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გარე სამყაროსთან საავტომობილო მოძრაობის გარეშე დარჩენილი 76 ოჯახი ახალი ხიდით ისარგებლებს. ამავე უწყებების მიერ ასევე აღდგა დაზიანებული ხიდი წალენჯიხის სოფელ ფახულანში.

სტიქიამ მთლიანად მოშალა საფეხმავლო ხიდი წალენჯიხის მაზანდარას უბანშიც. სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით წალენჯიხაში საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში მოხდება.

ხიდის დაგეგმარების პროცესს გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან კობა გაბუნიასთან ერთად გაეცნო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×