რეზონანსი
16.10.2022

ოსკარი ალპინიზმში - სწორედ ასე უწოდებენ მსოფლიო ალპინიზმის მთავარ ჯილდოს "ოქროს წერაყინს," რომლის მფლობელები ისტორიაში პირველად, ქართველი ალპინისტები გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი და ბაქარ გელაშვილი გახდნენ.

მათ შეძლეს ისეთი შედეგის მიღწევა, რაც მსოფლიოში ათობით ათასმა ალპინისტმა ვერ მოახერხა. ქართველების მიერ დაპყრობილია აქამდე დაულაშქრავი "სარა გრარის" ერთ-ერთი მწვერვალი, რომელიც ჰინდუ კუშის მთათა სისტემაში სიმაღლით მე-4 ადგილზეა.

"კურიერი" ერთ-ერთ ქართველ ალპინისტს ესაუბრა, რომელსაც "ოქროს წერაყინს" გადასცემენ.

ძალიან გამიხარდა, არამხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, იმიტომ რომ ეს პრიზი პირველად მოვა საქართველოში. ვიცოდით რაღაც ხანია, თუმცა ოფიციალურად ახლა გაჟღერდა და ძალიან გვიხარია," - განაცხადა მთამსვლელმა არჩილ ბადრიაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრა მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ.

"მთელი მთამსვლელობის საზოგადოება ძალიან გახარებულები და ამაყები ვართ. ეს ჯილდო არის მსოფლიოში მთამსვლელობისთვის ყველაზე მაღალი ჯილდო, ამაზე მეტი არ არსებობს," - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×