რეზონანსი
16.10.2022

პერსპექტივა ძალიან დიდი ჰქონდა. სულ რამდენიმე ბავშვი გვყავს საქართველოში, ვისი იმედიც გვქონდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მარიტა იყო, - განაცხადა ჩოგბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ 

მან გაიხსენა, თუ როგორი ბავშვი იყო მარიტა და რამდენად დიდი პერსპექტივა ჰქონდა.

„მარიტას ბავშვობიდან ვიცნობ. მოგეხსენებათ, მისი მამა ჩოგბურთელია და ეს წლები საქართველოს ჩოგბურთში ერთად გვაქვს გავლილი. ძალიან დიდი უბედურება მოხდა. ბავშვი მთელი თავისი ცხოვრება, ეს 13 წელი რაც გაატარა, საქართველოს პირველი-მეორე ნომერი იყო, ამას გარდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთვის როგორი დანაკარგია!

რა თქმა უნდა, ალბათ, პირველ ადგილზე ჯერ სკოლა იყო და მერე სპორტი. სკოლიდან პირდაპირ, ჩოგნებით, მამა ხვდებოდა ან ჩოგნებს გზაში იღებდა კორტებზე ჩამოდიოდა. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, მთელი დღე აქ იყო. პერსპექტივა ძალიან დიდი ჰქონდა. სულ რამდენიმე ბავშვი გვყავს საქართველოში, ვისი იმედიც გვქონდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მარიტა იყო", - განაცხადა კვერნაძემ.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×