რეზონანსი
17.10.2022

უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით „კამიკაძე-დრონებით" განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი- დაშავდა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით იერიში დღეს დილით მიიტანეს. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმა 28 დრონით განხორციელდა, რასაც 5 აფეთქება მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×