რეზონანსი
19.10.2022

საქართველოს პროკურატურამ წყალტუბოს რაიონში ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-109-ე მუხლის „თ", „კ" და „მ" ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×