რეზონანსი
19.10.2022

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის +"-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატის, რევაზ აჭარაძის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მანამდე საგამოძიებო უწყებაში არც ერთხელ დაუბარებიათ.

როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ბრალდებულთათვის ბრალის დადგენილების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და სურთ, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება.

რევაზ აჭარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის მოულოდნელი იყო როგორც დაკავება, ასევე ბრალის ის ფორმულირება, რომელიც მათ წარედგინათ.

„ბრალის წარდგენა განხორციელდა, რაიმე სახის ცვლილება პოზიციასთან დაკავშირებით არ არის, ჩვენთვის მოულოდნელი იყო მსგავსი მოქმედებები საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ასეთ შემჭიდროებულ ვადებში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, ერთ-ერთი მათგანი საერთოდ ერთხელაც არ ყოფილა დაბარებული. უცნაური და მოულოდნელი იყო როგორც დაკავება, ასევე ის ბრალდების ფორმულირება რაც არის. ეს პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და სურთ, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რაც აუცილებელი იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. რაიმე სახის ვერსიებზე საუბარი ნაადრევია, ამისთვის საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომელსაც ადგილი არ აქვს. ერთია მორალური პასუხისმგებლობა და მეორეა სამართლებრივი დადგენილება, რომელიც არის წარდგენილი, სწორედ ამას უკავშირდება ის პოზიცია, რომელიც გაგაცანით", - აღნიშნა რევაზ აჭარაძემ.

ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ცხრა პირს, რომელთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×