რეზონანსი
20.10.2022

რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს კვლავ ინტენსიურად ბომბავენ. სერიოზულად არის დაზიანებული ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40%. 

უახლოეს პერიოდში უკრაინელები ელექტროენერგიის გათიშვასაც ელოდებიან. შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს შეძლებისდაგვარად ყველა მოწყობილობა დატენონ და ელექტროენერგია მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენონ - განსაკუთრებით საღამოს საათებში.

აგრესორები კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ერთად უტევენ მშვიდობიან მოსახლეობასაც - ჩერნიჰივში ბოლო იერიშების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×