რეზონანსი
20.10.2022

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით, სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის კომპრომისული ჩანაწერია მიღწეული.

„ოპოზიცია და საექსპერტო ჯგუფები, რომელთაც მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ პროკურორის ნაწილში ცვლილებებია შესატანი, შევთანხმდით, რომ არჩევის წესი უნდა შეცვლილიყო და უბრალო უმრავლესობა, როგორც ეს დღესაა, უნდა შეცვლილიყო და 90 ხმა ყოფილიყო. ამაზე იყო შეთანხმება და თავიდან ასეთი ჩანაწერი იყო. შემდეგ, მოლაპარაკების პროცესში, გაჩნდა განცდა, რომ ამან, შეიძლება, პირიქით, სისტემა გაჭედოს და ვიფიქრეთ, ხომ არ მოგვეფიქრებინა რაღაც გამოსავალი. დაფიქსირდა, რომ თუ გენერალური პროკურორი ვერ აირჩევა 90 ხმით, მესამე ჯერზე, უბრალო უმრავლესობით, მაგრამ დროებით, ერთწლიანი ვადით არჩეულიყო. ეს იყო კომპრომისი, რომელზეც, როგორც ხელისუფლება და ოპოზიცია ამბობს, საუკეთესო ვერსია არ იყო, მაგრამ იყო კომპრომისის შედეგი. ალბათ, გახსოვთ, იმდენად ღრმა იყო პოლიტიკური კრიზისი, რომ ყველა კომპრომისს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×