რეზონანსი
20.10.2022

საქალაქო სასამართლოში, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. ორწლიანი დავა დღეს სრულდება.

სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის, მათ შორის, პირველად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოს საკუთარი პოზიცია უნდა გააცნოს.

სხდომის დაწყებამდე, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ ბასილაშვილის საბოლოო სიტყვის დროს, სხდომა დაიხუროს.

სასამართლოს წინაშე დღეს დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე კი ბრალდების მხარემ ორწლიანი პროცესი, მოწმეთა ჩვენებები და ამ დროის განმავლობაში გამოკვლეული მტკიცებულებები უკვე შეაჯამა და სასამართლოს დასკვნითი სიტყვა წარუდგინა.

ბრალდების მხარის მტკიცებით ბასილაშვილის მხრიდან მისი მეუღლე როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. პროკურორის თქმით ხშირად ოჯახურ კონფლიქტს არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა. დღევანდელი პროცესი 14 საათზეა ჩანიშნული.

ცნობილია, რომ დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ სასამართლოს წინაშე ნომერ პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილიც ისაუბრებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×