რეზონანსი
20.10.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენელთა მიერ ამ დრომდე გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების ფონზე, ამ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეების მოხვედრა გასაკვირი არაა.

„იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გამოდიოდა და აცხადებდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას და ქართველი ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენ, ნამდვილად არ არ არის გასაკვირი და არც თანმიმდევრობაში ირევა რაიმე ჯაჭვი. ეს ყველაფერი გასაგებია. ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა ცუდია და არ ვიცი, ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი, ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ და რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ბატონ ზურაბ ადეიშვილს ანდობენ, გასაგებია, რომ იმ სახელმწიფოსთვის ასე ჩანდეს, რომ ამ შემთხვევაში, სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, ვისაც არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქე მოხვდა. ესენი არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სიაშია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები განმარტებული არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×