რეზონანსი
20.10.2022

უნდა დაიბარო უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და რუსული გემის კვალს გაუყოლო, - წერს „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებას ეხმიანება.

„უკრაინის ხელისუფლებამ მეორე ფრონტი ვერ მიიღო და „კუდიც" მოიქნია... ანუ დანილოვმა სია გააკეთა სანქცირებულთა, სადაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა შეიყვანა, ზელენსკიმ კი შესაბამისი ბრძანება გამოსცა, აღსრულებისათვის... გილოცავთ, უკრაინა მეორე ქვეყანაა რუსეთის ფედერაციის შემდეგ, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ სანქციები აამუშავა... „ვგიჟდები" ცალმხრივ მეგობრობაზე, რომელიც მარაზმში გადაიზარდა უკვე. ახლა უნდა დაიბარო უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და რუსული გემის კვალს გაუყოლო!"- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

უკრაინამ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სანქციები დაწესება. განკარგულებას პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×