რეზონანსი
20.10.2022

ეს არის ძალიან არაკეთილმეგობრული გადაწყვეტილება და ნაბიჯი, რომელსაც არა აქვს არანაირი ლოგიკური და სამართლებრივი დასაბუთება, ერთის გარდა: ეს არის პირდაპირი გზით შანტაჟი და მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ ის ჩაერთოს საომარ მოქმედებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. კითხვა ეხებოდა უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას.

„ეს არის დანილოვის ხელდასმით [უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი] არის შექმნილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაუბრუნოს საკუთარი ტერიტორიები იარაღით ხელში და ეს შეუწყობს უკრაინულ მხარეს და არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო. ანუ, ქართველი ქალები და ბავშვებიც იხოცებოდნენ და ეს უკრაინული მხარისთვის იქნება ამოსუნთქვა და ხელშეწყობა. ასეთ განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ცალმხრივი პატივისცემის რეჟიმი უკრაინულ მხარესთან ირღვევა, რომელიც წლებია გრძელდება. პირდაპირი გზით არის შანტაჟი და მოთხოვნა, რომ საქართველო ჩაერთოს ომში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×