რეზონანსი
23.10.2022

ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და განსაკუთრებით არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდამჭერები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც იყოს ავსტრიის ფოკუსში და მტკიცე პოზიციებს აფიქსირებდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, - აღნიშნულზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ზალცბურგის ევროპის სამიტში მონაწილეობას იღებენ ავსტრიის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ევროპის საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი. გვექნება შეხვედრები და გავესაუბრეთ ავსტრიულ მხარეს. შეხვედრებს გავმართავთ ავსტრიის პარლამენტის წარმომადგენლებთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ევროპის საქმეთა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლებთან". - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×