რეზონანსი
26.10.2022

გამოცემა Foreign Policy-ის ცნობით, რუსეთი ცდილობს, ავღანელი ყოფილი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართოს.

გამოცემის ცნობით, თალიბანის რეჟიმის დამყარებისა და დასავლური ძალების მხრიდან ავღანეთის დატოვების შემდეგ, ქვეყანაში სპეციალური ძალების სადივიზიო-სადესანტო რაზმის დაახლოებით 30 000 სამხედრო დარჩა.

მათმა უმეტესობამ სამსახური დაკარგა და შიშობენ, რომ თალიბანი მათზე, ვინც NATO-ს ძალებთან თანამშრომლობდა, შურს იძიებს.

Foreign Policy-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დამქირავებელი ვაგნერის ჯგუფია, რომელიც ყოფილ სამხედროებს ეკონტაქტება, ცდილობს დაიქირაოს და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართოს.

გამოცემის თქმით, ავღანეთის ეროვნული ჯარის სამხედროები, ვინც წვრთნებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გადიოდნენ, ბოლო პერიოდში რუსეთის ჯარისგან შეთავაზებებს WhatsApp და Signal-ის აპლიკაციებში იღებენ.

„[დამსაქმებელი] ვაგნერის ჯგუფია. ისინი აგროვებენ ადამიანებს ყველა ადგილიდან. ერთადერთი ორგანო, რომელიც [რუსეთისთვის] უცხოელ სამხედროებს ქირაობს ვაგნერის ჯგუფია და არა მათი ჯარი. ეს არაა ვარაუდი, არამედ ცნობილი ფაქტია" - წერს Foreign Policy.

მედიის თქმით, ავღანეთის უსაფრთხოების წყაროები შიშობენ, რომ ფინანსური პრობლემებისა და მოწყვლადი მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი რუსეთის შეთავაზებას შესაძლოა მარტივად დასთანხმდნენ.

„მათ არ აქვთ ქვეყანა, არც სამსახური, არც მომავალი. მათ არაფერი აქვთ დასაკარგი... ისინი ელოდებიან დღეში $3-დან $4-მდე ანაზღაურებით სამსახურს პაკისტანში ან თურქეთში დღეში $10-ად. თუ ვაგნერი ან რომელიმე სხვა დაზვერვის სამსახური მივა და ერთ-ერთს $1 000-ს შესთავაზებს, რათა კვლავ მებრძოლი გახდეს, ისინი ამაზე უარს არ იტყვიან. და თუ შეძლებენ ერთი კაცის დაქირავებას, მას შეუძლია ყოფილი დანაყოფის ნახევარი მაინც დაითანხმოს, რადგან ისინი ძმებივით არიან" - აცხადებს ყოფილი ოფიცერი.

ამავე გენერლის აზრით, უმჯობესია იქნება, თუ რუსეთამდე, ავღანელ ყოფილ სამხედროებს დასავლელი მოკავშირეები დაიქირავებენ უკრაინის მხარეს საბრძოლველად. მისი თქმით, ამ ადამიანებს არ სურთ რუსეთის გვერდით ბრძოლა, თუმცა სხვა გზა არ აქვთ.

„უმჯობესი იქნება თუ დასავლელი მოკავშირეები გამოიყენებენ მათ უკრაინის გვერდით საბრძოლველად. მათ არ სურთ რუსებისთვის ბრძოლა, რუსები მტრები არიან. მაგრამ სხვა რა ქნან?" - განაცხადა წყარომ გამოცემასთან.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ შეძლებენ ეს სამხედროები ავღანეთის დატოვებას, თუმცა გამოცემა წერს, რომ ამ საკითხს რუსეთი, ალბათ, თალიბანის რეჟიმთან მოაგვარებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×