რეზონანსი
26.10.2022

პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ტერორისტულად აღიარებს. მედიის ცნობით, დოკუმენტს მხარი ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინასთან სასტიკი ომი წამოიწყეს", რომლის მიზანიც "სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და უკრაინელი ერის განადგურებაა".

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში მომხდარ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×