რეზონანსი
26.10.2022

მოსკოვის მახლობლად, ჟუკოვსკში, პოლიციამ ეკლესიის მსახური დააკავა, რომელმაც ცოლს, ავადმყოფობის გამო, სასიკვდილოდ სცემა.

მედიის ინფორმაციით, 19 ოქტომბერს ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სიკვდილის მიზეზი მისი დემენციით ავადობა გახდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქალს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.

გარდაცვლილის ქმრის დაკითხვით გაირკვა, რომ ის ცოლს ხშირად სცემდა, მიზეზი კი ქალის ავადმყოფობა იყო.

არსებული ინფორმაციით, ბოლო ჩხუბის დროს, კაცმა ცოლს რამდენჯერმე დაარტყა. ამის შემდეგ ქალის მდგომარეობა გაუარესდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციითვე, მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქმარს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

წყარო: "mtavaritv"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×