რეზონანსი
26.10.2022

დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან, უმარუ სისოკუ ემბალოსთან გამართულ საერთო პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

ემბალუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გუშინ ვიზიტით იყო მოსკოვში, სადაც პუტინს შეხვდა და რომელმაც სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა წინადადება დიალოგის დამყარების საჭიროების შესახებ.

გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის თქმით, მან დასკვნა გამოიტანა, რომ პუტინის მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ემბალოს სიტყვებით, პუტინს დიალოგისთვის "არხების დამყარება" სურს.

"მე ვთქვი, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის არხები რომ იყოს, საჭიროა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში მომავლში რამეზე საუბარი შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთმა გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის მეშვეობით უკრაინას ურთიერთობების დებლოკირების საჭიროების შესახებ გადასცა წინადადება.

"მეც ასევე ვამბობ, რომ საჭიროა დებლოკირება. მე ვამბობ, იცით, მოდით, როგორც მინიმუმ, ჩვენი შავი ზღვის დებლოკირებით დავიწყოთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დიალოგისთვის საჭიროა, რომ ერთი სახელმწიფო პატივს სცემდეს მეორე სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრებს.

"ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მარტივი ფუნდამენტური საგნებით იწყება ნებისმიერი რამ... ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ არის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ლაპარაკის სურვილი, ვფიქრობ, რომ მეტი არაფერია, ვიდრე დაგეგმილი რიტორიკა, რომელმაც უნდა იმუშაოს მის შიდა აუდიტორიაზე და იმ სახელმწიფოების აუდიტორიაზე, რომლებმაც ჯერ არ მოახდინეს საკუთარ სახელმწიფოსა და სახელმწიფოს სახელად, რუსეთს შორის პოლიტიკის იზოლირება", - დასძინა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×