რეზონანსი
30.10.2022

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვნები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

გამოცემის ცნობით, განათლების სამინისტროსთან ორი მანქანა აფეთქდა. პირველი აფეთქება სამინისტროსთან, გზაჯვარედინზე მოხდა,ხოლო მეორე იმ მომენტში როდესაც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდა.

სომალის პრეზიდენტის, ჰასან შეიხ მოჰამუდის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. მომხდარზე პასუხისუმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფელბის ვარაუდით, ტერაქტის უკან ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბი დგას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×