რეზონანსი
30.10.2022

დააკავეს კაცი, რომელმაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მეუღლეს თავს დაესხა. Reuters-ის ინფორმაციით, მას ბრალი მკვლელობის მცდელობისა და სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე სხვა დანაშაულის მუხლებით წაუყენეს.

პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, თუ რა იყო 82 წლის პოლ პელოსზე თავდასხმის მოტივი.

თავდასხმის დროს, პოლ პელოსმა თავის ქალის დაზიანება და მხარი დაუზიანდა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმების თქმით, მის სრულად გამოჯანმრთელებას ელიან.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაცი წყვილის სან ფრანცისკოში მდებარე სახლში შეიჭრა და ყვიროდა: „სად არის ნენსი?". შემთხვევის დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვაშინგტონში იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×