რეზონანსი
30.10.2022

უკრაინის გენშტაბის სპიკერის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 8 იარაღის საცავი გაანადგურეს. გენშტაბის ცნობით, არტილერისტების სამიზნე ხერსონის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქი იყო, სადაც მტერი ახალი იერიშებისთვის ემზადებოდა.

ოლექსანდრ შპუტუნის თქმით, განსაკუთრებულ წარმატებას უკრაინელმა არტილერისტებმა შავი ზღვის სევასტოპოლის აკვატორიის მიმართულებით მიაღწიეს, სადაც რუსეთის ფლოტის სამხედრო გემი დაბომბეს.

"ომის 249-ე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე წარმატებით მოქმედებს. უკრაინელმა სამხედროებმა 9 დასახლებული პუნქტის მიმართულებით მტრის იერიშები მოიგერიეს ამასთან, მტრის წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გახსენეს. მტერი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეზერვების მობილიზებას აგრძელებს, ამასთან, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტერი ცდილობს პოზიციების გაძლიერებას, თუმცა უკრაინელი სამხედროების წარმატებული მოქმედებების გამო ამას ვერ მიაღწიეს. გარდა ამისა, ჩვენმა სამხედროებმა იარაღის საცავები, მტრის ქვეითი რაზმი, ჯავშანტრანსპორტიორები და მტრის ზალპური სარაკეტო სისტემა გაანადგურეს" - თქვა ოლექსანდრ შპუტუნმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×