რეზონანსი
30.10.2022

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, განათლების სამინისტროს შენობის წინ, ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა, - აცხადებს სომალის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მუჰამადი.

„ჩვენი ხალხი დახოცეს... მათ შორის იყვნენ დედები შვილებით ხელში, მამები, რომლებიც ავად იყვნენ, სტუდენტები, რომლებიც განათლების მისაღებად მიდიოდნენ, ბიზნესმენები, რომლებიც თავიანთი ოჯახების წევრების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ", - თქვა სომალის პრეზიდენტმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა პრეზიდენტი მომხდარში დაჯგუფება „ალ შაბაბს" ადანაშაულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×