რეზონანსი
30.10.2022

უკრაინაში, ბახმუტთან გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი 40 წლის გურგენ (გუგა) გაგნიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქ“ გვერდი „ალფა სიხშირე“ ავრცელებს.

გუგა განიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ის ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა.

გუგა გაგნიძე ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი "ვაგნერელების" ჩასაფრებაში მოჰყვა. როგორც თვითმხილველები და გადარჩენილი თანამებრძოლები ამბობენ, გუგამ ბოლომდე არ დატოვა ბრძოლის ველი და გმირულად დაეცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×