რეზონანსი
30.10.2022

ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ხედვისა და კამპანიის ნაწილი. როდესაც ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტები უმაღლეს დონეზე ყაზახეთსა და თურქმენეთში. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი ტვირთნაკადი შეიძლება ზუსტად ცენტრალური აზიიდან წამოვიდეს ე.წ. ტრანსკასპიურ დერეფანში. ასევე ჩვენ გვესმის, რომ კასპიის აუზი მდიდარია ე.წ. ნახშირწყალბადებით, გაზითა და ნავთობით, ნავთობპროდუქტებითა და ენერგორესურსებით, ეს არის საინტერესო ევროპისთვის, - ამის შესახებ „იმედის კვირა“-ში ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

„უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგა. პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში ემსახურებოდა ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებასაც, მათ შორის. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. ახლებურ პოზიცირებას მოახდენს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი საერთაშორისო დონეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროპისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის“, - გაათავისუფლა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×