რეზონანსი
31.10.2022

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე უახლოეს მომავალში თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშით წარდგება და იმის საჭიროება, რომ რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს არ არსებობს.

მისი თქმით, რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ როცა საკრებულოს თავმჯდომარე რიგარეშე სხდომას არ ნიშნავს ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება აქვთ თვითონ დანიშნონ საკრებულოს სხდომა და ჩატარებაც მოითხოვონ.

,,რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა კოლეგებმა საკრებულოს მომართეს ერთობლივი წერილით, სადაც ისინი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ, რომლის დღის წესრიგით იქნებოდა გათვალისწინებული თბილისის მერის კახა კალაძის რიგგარეშე ანგარიში. რაც შეეხება თბილისის მერის ანგარიშს, თბილისის მერს უახლოეს მომავალში საკრებულოში წლიური ანგარიშით უწევს წარდგენა. ის საკრებულოში აუცილებლად მოვა და წლიურ ანგარიშს წარადგენს.

რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ზედმეტი პოლიტიკური კონტექსტის შემოტანა სწორი არ იქნება. რეგლამენტით არის გათვალისწინებული, რომ როცა საკრებულოს თავმჯდომარე არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება აქვთ იმისა, რომ თვითონ დანიშნონ საკრებულოს სხდომა და მოითხოვონ სხდომის ჩატარება. შესაბამისად, იმ სხდომის დანიშვნას არ ვაპირებთ, რომელშიც მონაწილეობის მიღება დაგეგმილი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მათ ამის უფლება გააჩნიათ და თუ ამის სურვილი აქვთ თვითონ განახორციელონ აღნიშნული", - განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ თბილისის საკრებულოში თბილისის მერი კახა კალაძე დაიბარეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×