რეზონანსი
03.11.2022

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ლიკვიდირებულია რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომიტეტი, OSINT-ის მკვლევარების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულ რუს ოფიცრებს შორის არის 2 გენერალ-ლეიტენანტი და 8 გენერალი. გარდა ამისა, ლიკვიდირებული მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეების დაახლოებით მეოთხედი უფროსი ოფიცერია.

"უკრაინაში 1402 რუსი ოფიცრის დენაციფიკაცია მოხდა. უფრო მეტიც, უფროსი ოფიცრები მთლიანი რაოდენობის 26%-ს შეადგენენ", - წერია ანგარიშში

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ომში ასევე დაიღუპა რუსეთის ფედერაციის 44 პოლკოვნიკი, 98 პოდპოლკოვნიკი და 193 მაიორი.

ასევე, ლიკვიდირებულია 279 კაპიტანი, 471 უფროსი ლეიტენანტი, 235 ლეიტენანტი და სხვა წოდების 72 ჯარისკაცი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×