რეზონანსი
03.11.2022

"კატამ თხარა, თხარაო" - ასე მოუვიდა ოპოზიციას "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიდან საკუთარი ნებით გავიდა, მისი პოლიტიკაში მონაწილეობის დამადასტურები არც ერთი შემთხვევა არ არსებობს და მას კანონი არ შეეხება.

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე ოპოზიციის პოზიცია მათი ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა. ჯერ კანონის მიღებას ითხოვდნენ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთმა მოიწონა. მათ უკრაინას უთხრეს, რომ დიდი მოლოდინი აქვთ ამ კანონის შესრულებაზე. ამიტომ ზუსტად ავიღეთ და გადმოვიტანეთ უკრაინული მოდელი, რათა არავის ჩაეთვალა, რომ "ქართულ ოცნებას" რაღაც თავისი კრიტერიუმები აქვს. ჰოი, საოცრება! - ახლა მას რადიკალური ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მე მესმის მათი, რადგან ვინც ოპოზიციას აფინანსებს, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით პოტენციური ოლიგარქია - ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი, "ლელოს" დამფუძნებლები და დაფინანსებლები ხაზარაძე-ჯაფარიძე, აქეთ ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებლები - ფაქტიურად ამ კანონით, როგორც იტყვიან: „კატამ თხარა, თხარაო" - ასე მოუვიდათ. ახლა არ იციან რა ქნან და როგორ აიცილონ. პირდაპირაც ვერც იმას ამბობენ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღება არ უნდათ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი 80-ხმით, 9 -ის წინააღმდეგი, პირველი მოსმენით, მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×